Wednesday, March 24, 2010

მოსახლეობა და ბირთვული იარაღი

1. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში გამოვლინდება მოსახლეობის დამოკიდებულება ბირთვული იარაღის მიმართ. შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს და შესრულებული სამუშაოს შედეგებს გამოაქვეყნებენ ინტერნეტსივრცეში.




2. პროექტის სრული აღწერა: პროექტის ძირითადი მიზანია გამოკითხვის გზით მოსახლეობის ბირთვული იარაღისადმი დამოკიდებულების დადგენა. მოსწავლეები გაეცნენ პროექტის შექმნის იდეას და მიზანს, რის შემდეგაც შემუშავებული იქნება სამუშაო გეგმა. კლასი დაიყოფა ჯგუფებად (3 ჯგუფი). თითოეულ ჯგუფს მიეცემა განსხვავებული დავალებები. კერძოდ, I ჯგუფი - თეორიტიკოსები, მოიძიებენ ინფორმაციას ბირთვული იარაღის წარმოებისა და გამოყენების შესახებ; II ჯგუფი - მედიკოსები, მოიძიებენ ინფორმაციას ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ, რადიაციული სხივების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული დაავადებების შესახებ; III ჯგუფი - ჟურნალისტები, მოსახლეობაში ჩაატარებენ გამოკითხვას, წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით. რესპოდენტები შერჩეული იქნებიან შემდეგნაირად : I - სამოც წელს გადაცილებული ადამიანები; II - მასწავლებლები და მოსწავლეები; III - სტუდენტები;




მოსწავლეების მიერ შედგენილ კითხვარს შეიძლება ჰქონდეს ასეთი სახე : 1. ფლობთ თუ არა რაიმე ინფორმაციას ბირთვული იარაღის შესახებ? 2. რომელ სახელმწიფოებს აქვთ თქვენი აზრით ბირთვული იარაღი? 3. რომელი სახელმწიფო ცდილობს ამჟამად ბირთვული იარაღის შექმნას და ვინ არის ამ პროცესის წინააღმდეგი? 4. თქვენი აზრით აუცილებელია თუ არა ბირთვული იარაღის წარმოება და გამოცდა? 5. პირველად სად და როდის გამოცადეს ბირთვული იარაღი? 6. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბირთვული იარაღის გამოცდას და შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში თავის დაცვა? 7. იქნებით თუ არა თანხმა, რომ საქართველოში გამოცადონ ბირთვული იარაღი? 8. არის თუ არა ბირთვული იარაღი სახელმწიფოსთვის თავდაცვის გარანტია? 9. თუ გსმენიათ რაიმე რადიაციული გამოსხივების შედეგად გამოწვეული დაავადებების შესახებ? 10. გაქვთ თუ არა სურვილი, რომ საქართველოს ჰქონდეს ბირთვული იარაღი? გამოკითხვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება შედეგების ამსახველი დიაგრამები (8 და 10 კითხვების პასუხების მიხედვით).




3. მონაწილეთა ასაკი : 16-17 წელი.




4. ვადა/ხანრგძლივობა : ერთი თვე;




5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად; დავალებებისა და კითხვარების შერჩევა; საზოგადოების დაყოფა რესპოდენტების კგუფებად; მასალების მოძიება ; მოძიებული შედეგების შეჯამება და შედარება; დიაგრამების აგება.




6. მოსალოდნელი შედეგები: 1. მოსწავლეებისთვის - ბირთვული ენერგიისა და მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; ცოდნის გამდიდრება; ინტერნეტსივრცეში მუშაობის, კვლევა-ძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საზოგადოების წევრებთან ურთიერთობის დამყარებისა და გამოკითხვის უნარის გამომჟღავნება; 2. პროექტი დაეხმარება საზოგადოებას ბირთვული იარაღის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში;




7. სამუშაო ენა : ქართული




8. საგნებთან კავშირი : ქიმია; ბიოლოგია;ისტ-ი;




9. სტანდარტთან კავშირი : ფიზ. XI/XII. მოსწავლე აღწერს ბირთვული ენერგიის მიღებისა და გამოყენების გზებს;





  • მოიპოვებს ინფორმაციას ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ და ადარებს ამ ურთიერთქმედებას ელექტრულთან და გრავიტაციულთან;




  • ადგენს კითხვარს და აწარმოებს მოსახლეობის გამოკითხვას მოსახლეობის გამოკითხვას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და შედეგებს წარმოადგენს დიაგრამების სახით.
10.შეფასება: მოსწავლეები წარმოადგენენ ანგარიშს ჩატარებული მუშაობის შესახებ და მოახდენენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას, ააგებენ დიაგრამებს გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
  • ჯგუფური მუშაობა;
  • პრეზენტაცია;


11. გამოყენებული რესურსები : სახელმძღვანელო - ფიზიკა XI/XII კლასი (გ. გედენიძე; ე. ლაზარაშვილი); http://medgeo.net/tag/რადიაცია/ ; http://www.greensparty.ge/index.php?content=publicsview&id=51 ; http://ka.wikipedia.org/wiki/ჩერნობილის_კატასტროფა ; http://ka.wikipedia.org/wiki/ბირთვული_იარაღი ; http://ucnauri.com/23/07/2009/ბირთვული-იარაღი/ ; http://www.opentext.org.ge/09/sakartvelos-respublika/209/209-8.htm ;

12. შედეგები გამოქვეყნდება ბლოგზე.